LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Michael Jackson

მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც მსოფლიოსთვის პოპ-კერპად იქცა. ჯექსონი 1958 წელს ინდიანას შტატში დაიბადა.6 წლის ასაკში ის უკვე შესანიშნავად ცეკვავდა, მღეროდა და თანატოლებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ჯექსონის მუსიკალური კარიერა ჯგუფში Jackson 5 მოღვაწეობით დაიწყო, სადაც ძმებთან ერთად მღეროდა. 1971 წლიდან კი მან სოლოკარიერა დაიწყო. 1980-იან წლებში მომღერალმა სინგლები Beat It, Billie Jean და Thriller ჩაწერა და პოპ-კულტურაში დომინანტ ფიგურად გადაიქცა. ჯექსონი ტელეეკრანებზეც ხშირად ჩნდებოდა და საკუთარი საცეკვაო ილეთები ნამდვილ ბრენდად აქცია. მისი სიმღერების ჟღერადობამ კი ჰიპ-ჰოპზე, პოპზე, როკ-მუსიკასა თუ თანამედროვე რითმ-ენდ-ბლუზზე დიდი გავლენა იქონია. ჯექსონის 1982 წელს გამოშვებული დისკი Thriller ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად ითვლება. Off the Wall ,Bad, Dangerous და HIStory კი ნამდვილი ბესტსელერებია.ჯექსონი იმ რამდენიმე შემსრულებელს შორის არის, რომლებიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. ის, ასევე, ერთადერთია პოპისა და როკ-ენ-როლის სამყაროდან, ვინც ცეკვის დიდების დარბაზშიც მოხვდა. პოპის მეფის ჯილდოებს შორის არის, ასევე, გინესის მსოფლიო რეკორდი, 13 გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული 750 მილიონი ჩანაწერი.ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა, მისი დისკები კი კვლავ მილიონობით ტირაჟით იყიდება.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი