მაილი საირუსი ( დაბადების თარიღი 23 ნოემბერი 1992 წელი) პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობია. ფართოდ გახდა ცნობილი Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანაში მონაწილეობით, სადაც მთავარ როლს ასრულებდა. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი პირველი სტუდიური ალბომი Meet Miley Cyrus,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი ასლი პირველივე კვირაში მუსიკოსმა 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი “Breakout , რომელიც წინა ნამუშევრების მსგავსად ასევე მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე. 2009 წლის მარტში მაილიმ გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც ის აღწერს თავის ბავშვობას და გზას არმატებისკენ.წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა და ნიუ-იორკ ტაიმზმა მაილი ყველაზე გაყიდვად ავტორად დაასახელა. 2012 წლის იანვარში მაილიმ გამოუშვა ახალი ვიდეო რგოლი ბობ დილანის სიმღერაზე “You’re Gonna Make Me Lonesome When You Go”, მისმა შესრულებამ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.
