მაილზ დევისი (26 მაისი, 1926 – 28 სექტემბერი, 1991) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსი იყო. მან შეასრულა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ადრეული ბიბოპ სტილის კომპოზიციები და გამოუშვა კულ-ჯაზის პირველი ჩანაწერები. თავისუფალი ჯაზი იყო ერთადერთი ომისშემდგომი სტილი, რომელზეც დევისს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ზოგიერთი მუსიკოსი მისი ბენდებიდან მოგვიანებით ამ მიმართულებას მიჰყვება. მისი ჩანაწერები, მრავალრიცხოვან ბენდებთან საკონცერტო შესრულებებთან ერთად, გადამწყვეტი იყო ჯაზის, როგორც მუსიკალური ხელოვნების ჟანრის, დამკვიდრებაში.
ჯაზის პოპულარიზატორმა და ინოვატორმა, დეივისმა სახელი გაითქვა წყნარი, მელოდიური სტილითა და ლაკონური, დრო და დრო კონფრონტაციული, პიროვნებით. როგორც მაღალ-ანაზღაურებადი და მუდამ გემოვნებით ჩაცმული ჯაზის მუსიკოსი, დეივისი ასევე ჯაზის მუსიკის კომერციული პოტენციალის სიმბოლო იყო.
