მოჯო ფრანგული ჯგუფი იყო, რომელშიც პროდიუსერი რომეინ ტრენჩარტი და ვოკალისტი იან დესტალი შედიოდნენ. მათი ყველაზე ცნობილი ჰიტი იყო Lady (Hear Me Tonight). ტრენჩარტმა პირველი სინგლი “What You’re Gonna Do, Baby” 1998 წელს ჩაწერა. მოგვიანებით კი პარიზის თანამედროვე მუსიკის სკოლაში დაიწყო სწავლა, ბერკლის სკოლის ფრანგულ ფილიალში. იან დესტალი ფლეიტასა და კლარნეტზე უკრავდა ბავშვობიდან, მოგვიანებთ დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე. მუსიკოსებმა ერთმანეთი 1998 წელს გაიცნეს და ჩაწერეს სიმღერა “Lady (Hear Me Tonight)”. სინგლი 2000 წელს გახდა პოპულარული და #1 ჰიტი ევროპის მასშტაბით. ამას მოჰყვა სიმღერები “Chillin'”, “What I Mean” და “No More Tears”.
