LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Moloko

მოლოკო ანგლო-ირლანდიური ელექტრონული პოპ-დუეტი იყო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როუშინ მერფი და მარკ ბრაიდონი . ჯგუფის სახელწოდება მომდინარეობს ენტონი ბერჯესის ნაწარმოებიდან მექანიკური ფორთოხალი, სადაც ასე ეწოდება რძის სასმელს, რომელსაც ამფეტამინთან ერთად სვამენ ნაწარმოების გმირი ალექსი და მისი მეგობრები.  მერფი დაიბადა არკლოუში და არ ჰქონდა მომღერლის გამოცდილება. ბრაიდონმა თავი გაითქვა სხვადასხვა ელექტრონულ პროექტში მონაწილეობით. მათ ერთმანეთი გაიცნეს შეფილდში, ერთ-ერთ წვეულებაზე. ანდერგრაუნდში პირველი ორი ალბომი Do You Like My Tight Sweater? და I Am Not a Doctor დიდი ინტერესით მიიღეს. „Sing It Back“, მეორე ალბომის მთავარი სინგლი იქცა აბსოლუტურ ჰიტად ქვეყნების უმრავლესობაში და შეტანილი იქნა 110 სხვადასხვა მუსიკალურ კრებულში.
შემდეგი პოპულარული სინგლი იყო მესამე ალბომში შეტანილი „The Time Is Now“. ეს ალბომი აღინიშნა უფრო ორგანული ინსტრუმენტული შესრულებით. მერფისა და ბრაიდონის ურთიერთობა დასრულდა 2001 წელს. დაშლის შემდეგ მათ გამოსცეს მეოთხე დისკი Statues.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი