LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mozart

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (27 იანვარი, 1756 – 5 დეკემბერი, 1791) ავსტრიელი კომპოზიტორი იყო.
მისი ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის.
პირველი ნაწარმოებები კომპოზიტორმა 4 წლის ასაკში შექმნა, ხუთი წლისა უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, 6 წლის ასაკში კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა, უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე.
1763 წელს მოცარტმა დაიწყო მოგზაურობა ოჯახით, რაც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ამ მოგზაურობის დროს მუსიკოსმა შექმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Es-Dur(KV 16). 1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის „Mitridate, Rè di Ponto“ (KV 87) პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა „Serenata teatrale Ascanio in Alba“ (KV 111, პრემიერა გაიმართა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და “Dramma per musica Lucio Silla” (KV 135, პრემიერა გაიმართა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე).1782 წელს ვენაში შედგა პრემიერა “მოტაცება სერალიდან” (Die Entführung aus dem Serail) (KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, „ფიგაროს ქორწინების“ (Le nozze di Figaro) (KV 492) პრემიერა. 1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა „დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის“ (Don Giovanni) (KV 527) პრემიერა. 1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას „ასე იქცევა ყველა ქალი“ (Cosi fan tutte) (KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე.
1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას „La clemenza di Tito“ (KV 621) პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“ (Die Zauberflöte) (KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden. 1791 წლის 20 ნოემბერს მოცარტი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.

YOUTUBE ოფიციალური გვერდი