LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Chainsmokers

The Chainsmokers ამერიკული დიჯეების/პროდიუსერების დუეტია, მისი წევრები არიან ენდრიუ ტაფარტი და ალექს პოლი.
ისინი პოპულარულები გახდნენ 2014 წელს ჩაწერილი სიმღერით #Selfie, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ჩარტში პირველ ოცეულში შევიდა.
სადებიუტო მინიალბომი Bouquet 2015 წლის ოქტომბერში გამოუშვეს, მასში შევიდა სიმღერა Roses, რომელიც აშშ-ს ”ბილბორდის ცხელი ასეულის” პირველ ათეულში შევიდა.
ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ასევე, სინგლი Don’t Let Me Down და საუკეთესო დენს ჩანაწერის კატეგორიაში ”გრემის” გამარჯვებული გახდა. სიმღერამ Closer კი ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
მათ, ასევე, მიღებული აქვთ American Music Award და ხუთი iHeartRadio Music Award.
დუეტის მეორე EP სახელწოდებით Collage 2006 წლის ნოემბერში გამოვიდა, მას კი ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი მოჰყვა, Memories…Do Not Open.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი