LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Verve

The Verve ინგლისური როკბენდი იყო, რომელიც 1990 წელს ვოკალისტმა რიჩარდ აშკროფტმა, გიტარისტმა ნიკ მაკეიბმა, ბას გიტარისტმა საიმონ ჯოუნსმა და დრამერმა პიტერ სელისბერიმ შექმნეს.
საიმონ თონგი ბენდს მოგვიანებით შეუერთდა.
ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი უინსტენლის კოლეჯში გაიცნეს. თავდაპირველად ისინი უკრავდნენ ფსიქოდელიურ როკს, რასაც სპეის როკის ელემენტებიც დაემატა. გამოიცა ჯგუფის ორი EP და ორი ალბომი. 1997 წელს მათ ისტორიაში მკვეთრი გარდატეხა მოხდა, ალბომით Urban Hymns და ცნობილი სინგლით „Bitter Sweet Symphony“. თუმცა, კომერციული წარმატების შემდეგ, 1999 წლის აპრილში ჯგუფი დაიშალა (შიდა კონფლიქტების გამო). 2007 წელს შეკრების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში მან გამოსცა კიდევ ერთი სტუდიური დისკი, Forth და დაიშალა ერთი წლის შემდეგ.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი