LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Temptations

The Temptations ამერიკული ჯგუფია, რომელმაც წარმატებას Motown Records-თან ერთად მიაღწია 1960-1970-იან წლებში. ჯგუფი ცნობილია საკუთარი ქორეოგრაფიით, განსხვავებული ჰარმონიებით და თამამი, მყვირალა სამოსით. The Temptations -ს გაყიდული აქვს ათობით მილიონი ალბომი და მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფია.  ჯგუფში იყო 5 ვოკალისტი მამაკაცი და მოცეკვავეები. The Temptations 1960 წელს დეტროიტში ჩამოყალიბდა, სახელწოდებით The Elgins. მათ ყველაზე წარმატებულ სიმღერებს შორის არის „My Girl” (1964), “Ain’t Too Proud to Beg” (1966), “I Wish It Would Rain” (1967), “Cloud Nine” (1969), “Ball of Confusion (That’s What the World Is Today)” (1970). კარიერის მანძილზე ბენდის 5 სიმღერა ბილბორდის #1 ჰიტებად იქცა და 14 რიტმ-ენდ-ბლუზ სინგლი, რომელიც ასევე პირველ ადგილას მოხვდა ჩარტებში.  1969 წელს ჯგუფმა „გრემი“ მოიპოვა.

YOUTUBE ოფიციალური გვერდი