The Killers ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფია ლას-ვეგასიდან, ნევადიდან.
ჩამოყალიბდა 2001 წელს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ბრენდონ ფლაუერსი (ვოკალისტი, კლავიშისტი), დეივ კენინგი (გიტარისტი, ვოკალისტი), მარკ სტერმერი (ბას-გიტარა, ვოკალი) და რონი ვანუჩი უმცროსი (დასარტყმელი საკრავები). ჯგუფის სახელწოდება აღებულია გამოგონილი კოლექტივის ლოგოდან, რომელიც გამოჩნდა New Order-ის სიმღერის „Crystal“ მუსიკალური ვიდეოში.
ჯგუფს გამოცემული აქვს ოთხი სტუდიური ალბომი: Hot Fuss (2004), Sam’s Town (2006), Day & Age (2008) და Battle Born(2012). ოთხივე მოვხდა ბრიტანეთისა და ირლანდიის რესპუბლიკის ჩარტების #1 პოზიციაზე და მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა დაახლოებით 22 მილიონი ასლის ოდენობით.
ახალი ალბომი, Wonderful Wonderful, 2017 წელს გამოვიდა.
