LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Corrs

The Corrs ირლანდიული ბენდია, რომლის რეპერტუარი პოპ როკს მოიცავს, ტრადიციული ირლანდიური თემებით. ჯგუფის წევრები არიან ანდრეა, შერონი, კაროლნა და ჯიმ კორები. ჯგუფს 7 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი და უამრავი სინგლი, რომლებმაც გაყიდვების შედეგებით ბევრ ქვეყანაში პლატინის სტატუსი მიიღეს. ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით 40 მლნ ალბომი აქვთ გაყიდული. დღემდე მათი ყველაზე წარმატებული ალბომია Talk on Corners, რომელიც 1998 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი იყო.  Forgiven, Not Forgotten კი ავსტრალიაში წლის ყველაზე გაყიდვადი იყო 1996 წელს.  მესამე ალბომი, In Blue 17 ქვეყანაში #1 იყო.
ბენდი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში. მეშვიდე ალბომი Jupiter Calling2017 წლის 10 ნოემბერს გამოვიდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი