„ეუთო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას – დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დრეს, ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს იქნება პრინციპული მნიშვნელობის საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის.
„თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეა თავის საქმიანობას – დარჩება კვლავ ჯო უილსონის დონეზე თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ. ეს იქნება პრინციპული მნიშვნელობის საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის.
ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
