ჯეიკ ჰეგუდი (დაბადების თარიღი 1991 წლის 29 მარტი) ცნობილი სახელით Who Is Fancy, ამერიკელი მომღერალია.
მისი სინგლი “Goodbye” 2015 წელს გამოვიდა და ”ბილბორდის” ჩარტში Mainstream Top 40 #29 გახდა.
როდესაც სინგლი გავრცელდა, არავინ იცოდა, ვინ იდგა ფსევდონიმის Fancy უკან. სიმღერა ”იუთუბზე” 4 მილიონჯერ უყურეს.
სინგლისთვი სამი მუსიკალური ვიდეო გამოივიდა, სამივე მათგანში სხვადასხვა მსახიობი მონაწილეობდა. მოგვიანებით გადაიღეს მეოთხე ვიდეოც, სადაც თავად ჰეგუდი გამოჩნდა, თუმცა ეს ვიდეო არასოდეს გავრცელებულა.
მეორე სინგლი იყო Boys like You, რომელზეც Fancy-მ მეგობრებთან – მეგან ტრეინორთან და არიანა გრანდესთან ერთად შეასრულა.
