LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Westlife

Westlife ირლანდიური ბოიბენდი იყო, რომელიც ჩამოყალიბდა 1998 წელს. თითქმის 14 წლის არსებობის შემდეგ ჯგუფი დაიშალა 2012 წელს, მათი ფინალური ტურნეს შემდეგ.
ჯგუფის წევრები იყვნენ შეინ ფილენი, მარკ ფიჰილი, კიენ იგენი, ნიკი ბირნი. ბრაიან მაკფედენი ჯგუფის წევრი იყო 1998-დან 2004 წლამდე.
Westlife-ს გაყიდული აქვს 45 მილიონი ჩანაწერი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის არის სტუდიური ალბომები, სინგლები, ვიდეო და კრებულები.
2011 წელს Westlife-მა გამოაცხადა, რომ ტურნეს The Greatest Hits Tour შემდეგ, 2012 წელს დაიშლებოდა და გამოვიდოდა კრებული Greatest Hits.
ჯგუფის უკანასკნელი კონცერტი ჩატარდა 23 ივნისს 2012 კროუკ პარკის სტადიონზე, დუბლინში, ირლანდიაში. იგი მსოფლიო მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი