LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vivaldi

ანტონიო ლუჩიო ვივალდი ვენეციელი მღვდელი, ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი და მევიოლინე იყო. მისი ოთხი სავიოლინო კონცერტი, „წელიწადის დრონი“ ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებია.
ვიოლინოზე დაკვრა ანტონიომ მამისგან, ჯოვანი ბატისტასგან ისწავლა. 15 წლის ასაკში, სწავლა დაიწყო სასულიერო სასწავლებელში. 1703 წელს, 25 წლის ასაკში ეკურთხა მღვდლად. 1705 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული Opus 1, რომელიც მოიცავდა ორი ვიოლინოს 12 სონატას. ვივალდის პირველი ოპერა Ottone in villa დაიდგა 1713 წელს არა ვენეციაში არამედ განზერიაში ვიჩენცას თეატრში. 1715 წელს მან მაყურებელს წარუდგინა ოპერა Nerone fatto Cesare (RV 724, დაკარგულია). ეს იყო შვიდი კომპოზიტორის შექმნილი ოპერა, სადაც ვივალდი იყო ლიდერი. ამჯერად ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად. 1716 წელს ვივალდიმ დაწერა კიდევ ორი ოპერა L’incoronazione di Dario (RV 719) და La costanza trionfante degli amori e degli odi (RV 706).  კარიერის ზენიტში კომპოზიტორმა დაწერა საქორწილო კანტანტა Gloria e Imeneo (RV 687), სპეციალურად ლუი XV-ის ქორწინებისადმი მიძღვნილი და La Cetra მიძღვნილი იმპერატორ ჩარლზ VI-სადმი. 1728 წელს ის პირადად შეხვდა იმპერატორს ტრიესტში, პორტის მშენებლობაზე ჩამოსულს. ჩარლზი ისე მოხიბლული იყო “წითელი მღვდლის” მუსიკით, რომ ის იმ დღეს იმაზე მეტი ესაუბრა კომპოზიტორს, ვიდრე ალბათ ყველა მინისტრს ორი წლის მანძილზე. მან ვივალდს მიანიჭა რაინდი წოდება, ოქროს მედალი და მიიწვია ვენაში. თავის მხრივ კომპოზიტორმა იმპერატორს გადასცა La Cetra-ს ხელნაწერის ასლი.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი