ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი ( 1813 წლის 22 მაისი – 1883 წლის 13 თებერვალი) გერმანელი საოპერო კომპოზიტორი, დირიჟორი დრამატურგი (საკუთარი ოპერების ლიბრეტოს ავტორი), ფილოსოფოსი და რევოლუციონერი იყო.
15 წლის ასაკში დაწერა ტრაგედია “ლეიბალდი და ადელაიდა”. პრაღაში მან დაამთავრა სიმფონია დო მაჟორი და კონსერვატორიაში ორკესტრთან ერთად გადიოდა რეპეტიციებს. 1833 წლის 10 იანვარს შედგა მისი პუბლიკური გამოსვლა ლაიფციგის კონსერვატორიის დიდ დარბაზ ჰევანჰაუზში. 1834 წელს რიხარდმა დაიკავა დირიჟორის ადგილი მაგდერბურგის თეატრში, მის ცხოვრებაში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, მან გაიცნო მსახიობი მინა პლანერი. ორი წლის შემდეგ ისინი შეუღლდნენ. ვაგნერმა 3 წელი პარიზში გაატარა (1837 წლის 20 აგვისტოდან 1842 წლის 7 აპრილამდე). კომპოზიტორი გამუდმებით მუშაობდა. პარიზში ცხოვრების წლებმა ბევრი კარგი მოუტანა მას, აქ დაიწერა სიმფონიური უვერტიურა “ფაუსტი”, შესრულდა პარტიტურა “რიენცი” და დაამთავრა ლიბრეტო “მფრინავი ჰოლანდიელი”. განიზრახა ახალი ოპერა “ტანჰეიზერი” და “ლოენგრინი”. “რიენცის” იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ თვით ვაგნერისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მან ადგილი მიიღო გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო თეატრში დრეზდენში და ძირითადი ყურადღება შემოქმედებაზე გადაიტანა.
