თინა ტერნერი (დაბადების თარიღი 26 ნოემბერი, 1939) ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობის, რომლის კარიერა 50 წელიწადზე მეტი ხანია, გრძელდება.
ტერნერს „როკ-ენ-როლის დედოფლად“ მოიხსენიებენ.
მისი მუსიკალური კარიერა დაიწყო მეუღლესთან აიკ ტერნერთან ერთად. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“. მეუღლესთან პრობლემების და მასთან გაყრის შემდეგ თინამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე, თინა“ (1977).
მუსიკალურ კარიერასთან ერთად თინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმშიც, როკ-ოპერაში „ტომი“ და მიუზიკლში „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“. მაგრამ მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან ”შეშლილი მაქსი”.
თინა ჟურნალმა „როლინგ სტოუნი“ დაასახელა ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად.
მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს.
