LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tiesto

ტიესტო (ნამდვილი სახელი ტაის ვერვესტი, დაბადები თარიღი 17 იანვარი, 1969)— ნიდერლანდელი ტრანს დიჯეია.
ვერვესტი მუსიკით 12 წლის ასაკში დაინტერესდა. ოცი წლისამ გადაწყვიტა, მუსიკისთვის დიდი დრო დაეთმო და დაიწყო პროფესიონალური დიჯეობა სასკოლო წვეულებებზე, შემდეგ კი უკვე რეზიდენტი დიჯეი გახდა ნიდერლანდების რამდენიმე კლუბში 1985-1993 წლებში.
1990-იან წლებში ტაისმა დაიწყო ტრანსის კომპოზიციების შექმნა და უკვე 1997 წლიდან გადაწყვიტა მეჯიკის სერიების გამოშვება. 1
997 წელს არნი ბინკთან ერთად დააფუძნა სტუდია “ბლეკ ჰოულ რეკორდინგს”, სადაც შემდგომი პერიოდი მუშაობდა.
1999 წლის ნოემბრიდან, იგი ყოველთვიურად გამოდიოდა, როგორც რეზიდენტი ლიდსში, ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბში. 1999 წელს, მან ასევე დაუკრა 12 საათიანი სეტი, რომელიც გახდა ყველაზე გრძელი კონცერტი ამსტერდამში.
მისი კარიერა განსაკუთრებით წარმატებული გახდა 2000-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც გამოუშვა ალბომი In My Memory.
ალბომი შეიცავდა 10 სინგლს და 5 მთავარ ჰიტს. სინგლი ამ ალბომიდან იყო Lethal Industry, რომელიც ჩაიწერა 1999 წელს, ხოლო ოფიციალურად გამოიშვა 2001 წელს და იყო გარემიქსებული რიჩარდ დურანდის მიერ. ალბომის მთავარი სინგლი აყო ასევე Flight 643, რომელსაც შემდეგ ადაპტირება გაუკეთა სუზან პალმერმა და გამოიცა როგორც 643 (Love’s on Fire).

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი