ტანია მარია (დაბადების თარიღი 1948 წლის 9 მაისი) ბრაზილიელი მომღერალი, კომპოზიტორი და პიანისტია. ის უმეტესად პორტუგალირად და ინგლისურად მღერის. ტანია მარიას რეპერტუარი მოიცავს ჯაზს, სამბას, ბოსას, აფრო-ლათინოს, პოპს და ჯაზ-ფუჟენს.
ტანია მარია სან-პაულოში დაიბადა. ფორტეპიანოს დაკვრა 7 წლის ასაკიდან დაიწყო, ბენდის ლიდერი კი 13 წლისა გახდა.
მარიას პირველი ალბომი Apresentamos ბრაზილიაში 1969 წელს გამოვიდა, მას მოჰყვა Olha Quem Chega 1971 წელს.
მუსიკოსს 25-ზე მეტი ალბომი აქვს ჩაწერილი და 1985 წელს ნომინირებული იყო ”გრემიზე” კატეგორიაში ”ჯაზის საუკეთესო ქალი ვოკალისტი”.
