Take That ბრიტანული ჯგუფია, რომელშიც შედიან გერი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი და მარკ ოუენი. ბარლოუ არის ჯგუფის ძირითადი ვოკალისტი და სიმღერების ავტორი.
2005 წელს Take That, თითქმის 10 წლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა უილიამსის გარეშე და მიაღწია დიდ წარმატებას მსოფლიო ჩარტებში, გაყიდა 40 მილიონი დისკი.
2010 წლის ივლისში ჯგუფში რობიც დაბრუნდა.
მთლიანად Take That-ს აქვს 25 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულებში, მხოლოდ ბრიტანეთში კი – 16 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 5-ეულებში. აქედან 11 მოხვდა ჩარტების პირველ პოზიციებზე. ჯგუფის ექვსი ალბომი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა ჩარტების #1 პოზიციაზე.
ჯგუფის ორი ალბომი იქცა 90-იანების ბესტსელერად – Everything Changes (1994 წელს ნომინირებული მერკურის ჯილდოზე[6]) და Greatest Hits (1996). 1995 წელს უილიამსმა დატოვა კოლექტივი, Take That-ის დარჩენილმა წევრებმა კი ერთად მოღვაწეობა 1996 წლამდე განაგრძეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2005 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Take That: For The Record და კრებული Never Forget – The Ultimate Collection, ცნობილი გახდა, რომ Take That ოფიციალურად ბრუნდებოდა სცენაზე, საკონცერტო ტურნეთი The Ultimate Tour.
მეოთხე ალბომი Beautiful World გამოვიდა 2006 წელს, ხოლო 2008 წელს – შემდეგი დისკი, The Circus.
მეექვსე სტუდიური ალბომი, Progress ჩაწერილი იქნა რობი უილიამსის ჯგუფში დაბრუნების შემდეგ და გამოვიდა 2010 წლის 15 ნოემბერს.
2014 წლის სექტემბერში ჯეისონ ორენჯმა Take That დატოვა.
