Supergrass ინგლისური როკ-ჯგუფი იყო ოქსფორდიდან. მასში შედიოდნენ გეზ კუმბსი (გიტარა, წამყვანი ვოკალი), რობ კუმბსი (კლავიშებიანები, ბეკ-ვოკალი), მიკ კუინი (ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი) და დენი გოფი (დასარტყმელი საკრავები, ბეკ-ვოკალი).
გეზმა, მიკმა და დენიმ ჯგუფი 1993 წელს ჩამოაყალიბეს, ხოლო გეზის ძმა, 2002 წელს შეუერთდა. 1994 წელს მათ გააფორმეს კონტრაქტი Parlophone-თან და გამოსცეს I Should Coco (1995), რომელიც The Beatles-ის Please Please Me-ს შემდეგ ყველაზე გაყიდვადი სადებიუტო ალბომი იყო. მსოფლიო ჰიტად იქცა მისი მეოთხე სინგლი „Alright“. ამის შემდეგ ჯგუფმა გამოსცა ხუთი ალბომი – In It for the Money (1997), Supergrass (1999), Life on Other Planets (2002), Road to Rouen (2005) და Diamond Hoo Ha (2008), ისევე, როგოც კომპილაცია Supergrass is 10 (2004).
2009 წლის აგვისტოში ჯგუფი ლეიბლ Cooking Vinyl-ზე გადავიდა და დაიწყო მეშვიდე ალბომ Release the Drones-ზე მუშაობდა. თუმცა, 2010 წლისთვის, როდესაც კოლექტივი მუსიკალური და შემოქმედებითი უთანხმოებების გამო დაიშალა, იგი არ გამოცემულა. უკანასკნელი კონცერტი გამართეს პარიზში, 2010 წლის 11 ივნისს.
