LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sugarbabes

Sugababes რიტმ-ენდ-ბლუზიის და პოპის ჟანრის ბრიტანული მუსიკალური ტრიო იყო, რომელიც 1998 წელს, ლონდონში დაარსდა.
ჯგუფის დისკოგრაფიაში 23 სინგლი და 7 ალბომია. დიდ ბრიტანეთში ჯგუფის 12 მილიონი ალბომია გაყიდული. 2006 წელს British Hit Singles & Albums-მა ტრიო საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლებად აღიარა.
ჯგუფი 1998 წელს, All Saints-ის მენეჯერმა რონ ტომმა ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მასში შედიოდნენ მუტია ბუენა, შივონ დონაგი და კიშა ბიუქენენი.
სახელწოდება იყო The Sugababies, მოგვიანებით გადაკეთდა, როგორც Sugababes. პირველი ალბომი One touch გამოვიდა 2000 წელს London Records-ზე. დებიუტურმა სინგლმა Overload 6 ადგილი დაიკავა ბრიტანეთის ჩარტში და ნომინიერბული იყო BRIT Award-ზე.2001 წელს დონაგიმ ჯგუფი დატოვა. ის ლივერპულელმა მომღერალმა ჰაიდი რეინჯმა შეცვალა.
2009 წლის 21 სექტემბერს კიშა ბიუქენენმა ჯგუფი დატოვა, მიზეზად დასახელდა ამელ ბერაბასთან კონფლიქტი.
კიშა ევროვიზიის კონკურში მონაწილე ჯეიდ იუვენმა შეცვალა. კრიტიკოსები და ფანები ცვლილებას საკმაოდ ცივად შეხვდნენ რაც მეშვიდე სტუდიური ალბომის გაყიდვებში აისახა. საიტმა Metacritic ალბომს 100 ქულიდან მხოლოდ 39 ქულა მიანიჭა. All Music-მა ალბომი გააკრიტიკა და უწოდა ზომიერი, უსულო და განმეორებადი.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი