რიანა (დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1988) ბარბადოსელი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი და დიზაინერია.
2003 წელს მან ჩაწერა დემო ფირები, გაგზავნა რამდენიმე ჩამწერ სტუდიაში, მოგვიანებით კი კონტრაქტი გააფორმა „Def Jam Recordings“-თან, შემდეგ hip-hop პროდიუსერთან და რეპერი Jay-Z-თან.
რიანას სადებიუტო ალბომი იყო „Music of the Sun“ (2005), რომელიც „ბილბორდი“-ს მონაცემებით ტოპ ათეულის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მის სინგლს „Pon de Replay“ ბილბორდის ჩარტების მეათე ადგილი ერგო. მისი მეორე ალბომი იყო „A Girl Like Me“ (2006), რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა ამერიკის ჩარტებში სინგლით „SOS“.„Good Girl Gone Bad“ (2007) იყო მესამე ალბომი ჰიტებით: „Umbrella“, „Don’t Stop the Music“, „Take a Bow“, და „Disturbia“. ეს ალბომი ნომინირებული იყო „გრემის“ 9 ნომინაციაში, გაიმარჯვა საუკეთესო რეპთან შერწყმული სიმღესისათვის („Umbrella“). მისი მეოთხე ალბომი იყო „Rated R“ (2009), სინგლებით: „Russian Roulette“, „Hard“ და ნომერ პირველი ჰიტით „Rude Boy“. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გაყიდვადი მოღერალია.უამრავ ჯილდოსთან ერთად ის 8 „გრემის“ მფლობელია.
