LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ricky Martin

რიკი მარტინი (დაბადების თარიღი 1971 წლის 24 სექტემბერი) პუერტო რიკოელი მომღერალი და მსახიობია.
მარტინმა კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო ბიჭების ჯგუფში Menudo, სადაც 5 წელი მღეროდა.
1999 წელს რამდენიმე ესპანურენოვანი ალბომის გამოშვების შემდეგ მარტინმა „გრემის“ 41-ე დაჯილდოებაზე შეასრულა სიმღერა The Cup of Life. ამას კიდევ ერთი წარმატებული სიმღერა მოჰყვა, Livin’ la Vida Loca, რომელმაც მუსიკოსს საერთაშორისო წარმატება მოუტანა.სიმღერამ 1999 წელს ლათინური პოპის „აფეთქებას“ დაუდო სათავე და ესპანურენოვან მუსიკოსებს დაეხმარა ინგლისურენოვან ბაზარზე დაემკვიდრებინათ თავი.
ჩაწერიდან დღემდე სიმღერის 8 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული, ამ მაჩვენებლით Livin’ la Vida Loca ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლია. პირველი ინგლისურენოვანი ალბომი იყო Ricky Martin, რომლის 22 მლნ ასლი გაიყიდა. მისი სხვა ალბომებია Me Amarás (1993), A Medio Vivir (1995), Vuelve (1998), Sound Loaded (2000), Almas del Silencio (2003), Life (2005), Música + Alma + Sexo (2011) და A Quien Quiera Escuchar (2015).

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი