LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Raffaella Carra

რაფაელა კარა (დაბადების თარიღი1943 წლის 18 ივნისი) იტალიელი მომღერალი, მოცეკვავე, ტელეწამყვანი და მსახიობია. ის ევროპასა და ლათინურ ამერიკაში საკმაოდ პოპულარული არტისტია.
1970 წელს კარას ჰქონდა ჰიტი Tuca Tuca, რომელიც მისთვის ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა ჯანი ბონკომპანიმ დაწერა. 1971 წელს მისი კიდევ ერთი სიმღერა იქცა ჰიტად – Chissà se va.
მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო სინგლი იყო “Tanti Auguri”. არანაკლებ პოპულარული აღმოჩნდა “A far l’amore comincia tu”. სიმღერა ბრიტანეთის მუსიკალურ ჩარტში მეცხრე ადგილზე იყო.
1977 წელს კარამ ჩაწერა სინგლი “Fiesta“ ესპანურ ენაზე. რადგანაც სიმღერა ჰიტად იქცა, Fiesta მუსიკოსმა ფრანგულად და ინგლისურადაც იმღერა.
რაფაელა კარამ იმუშავა ბობ სინკლერთან ერთად სიმღერაზე Far l’Amore, რომელიც „იუთუბზე“ 2011 წლის 17 მარტს გამოჩნდა. სიმღერა რამდენიმე ევროპული ქვეყნის ჩარტებშიც მოხვდა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი