LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

R.E.M.

R.E.M. ამერიკული როკ-ჯგუფი იყო, რომელიც ჯორჯიის შტატში 1980 წელს მაიკლ სტაიპმა (ვოკალი), პიტერ ბაკმა (გიტარა), მაიკ მილსნა (ბას გიტარა) და ბილ ბერიმ დააარსეს.
ეს იყო ალტერნატიული როკის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ჯგუფი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ბაკის თავისებური დაკვრის მანერითა და სტაიპის ვოკალით.
ჯგუფის პირველი სინგლი Radio Free Europe, რომელიც 1981 წელს გამოვიდა, ნამდვილ ჰიტად იქცა. დღემდე მათი ყველაზე ცნობილი დისკებია Out of Time (1991) და Automatic for the People (1992).
2007 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
2011 წელს ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი