შონ ჯონ კომბსი (დაბადების თარიღი 1969 წლის 4 ნოემბერი), ცნობილი სასცენო სახელებით Puff Daddy, Puffy, P. Diddy და Diddy, ამერიკელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობია.
მიღებული აქვს სამი გრემის და ორი MTV-ს მუსიკალური ვიდეოდაჯილდოვების პრიზი. წინა წლებში იგი ცნობილი იყო Puff Daddy-სა და P. Diddy-ს სახელით. 2005 წლის აგვისტოში მისი ოფიციალური სასცენო სახელი გახდა Diddy. ამჟამად ახალ ზელანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში იგი კვლავ არის ცნობილი P. Diddy-ს სახელით, იმ მიზეზით, რომ ინგლისში მოცეკვავე რიჩარდ დირლავი გამოდის Diddy-ს სახელით.
შონის ბიზნესი მოიცავს შემდეგ სფეროებს: ხმისჩამწერ ფირმას Bad Boy Records, ჩაცმულობის ხაზს Sean John, კინოკომპანიას Sean by Sean Combs და ორ რესტორანს. იგი აგრეთვე იყო MTV-ს გადაცემა Making the Band-ის პროდიუსერი. პარალელურად, კომბსი აგრეთვე არის ბროდვეის თეატრის მსახიობი.
კომბსი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი. მისი ქონება 2006 წლის მონაცემებით შეფასებულია 346 მილიონ აშშ დოლარად. ფილმში „Notorious“ (2009), რომელიც The Notorious B.I.G.-ის ცხოვრებაზეა, იგი განასახიერა მსახიობმა დერეკ ლუკმა.
