არმანდო ქრისტიან პერეზი (დაბადების თარიღი 1981 წლის 15 იანვარი) სასცენო სახეწლით Pitbull არის ცნობილი. ამერიკელმა რეპერმა პირველი სოლოალბომი სახელწოდებით M.I.A.M.I. 2004 წელს გამოსცა, მეორე El Mariel, 2006 წელს, The Boatlift კი 2007 წელს. მეოთხე ალბომში, რომელიც რეპერმა 2009 წელს ჩაწერა, სახელწოდებით Rebelution შევიდა ცნობილი ჰიტი I Know You Want Me (Calle Ocho). 2011 წელს პიტბულმა გამოსცა ალბომი Planet Pit. ჰიტმა Timber კი, რომელიც რეპერმა 2013 წელს ჩაწერა, 20 ქვეყნის, მათ შორის – აშშ-სა და ბრიტანეთის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
