LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pink

ფინქი ცნობილი ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე და მსახიობია. მისი ნამდვილი სახელია ალიშა ბეთ მური, დაბადების თარიღი 1979 წლის 8 სექტემბერი.
ფინქის პირველი სოლო ალბომი Can’t Take Me Home 2000 წელს გამოვიდა და მსოფლიო ჩარტების სათავეებში მოექცა, განსაკუთრებული წარმატება კი წილად ხვდა ჰიტებს There You Go, Most Girls.
სულ მალე მომღერალმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიხვეჭა ფილმის Moulin Rouge საუნდტრეკით Lady Marmalade. სიმღერამ ფინქს „გრემი“ მოუტანა.
მომღერალი გამორჩეულია საკუთარი ძლიერი ვოკალით და შოუებით, რომელიც გაჯერებულია აკრობატული წარმოდგენებით. ფინქმა მსოფლიოს მასშტაბით 47 მლნ ალბომი გაყიდა, აქედან 16 მლნ – აშშ-ში.
2009 წელს „ბილბორდმა“ ის „პოპ სიმღერების ათწლეულის საუკეთესო შემსრულებლად“ დაასახელა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი