LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pharrel Williams

ფარელ უილიამსი ამერიკელი მომღერალი-სიმღერების ავტორი, რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკოსი და მოდის დიზაინერია. ჩედ ჰუგოსთან ერთად შეადგენს დუეტს The Neptunes, რომელიც ასრულებს სოულის, რიტმ-ენდ-ბლუზის და ჰიპ ჰოპის ჟანრის სიმღერებს. სადებიუტო სინგლი „Frontin’“ ფარელმა 2003 წელს გამოსცა, რასაც მოჰყვა 2006 წლის სადებიუტო ალბომი In My Mind. მეორე ალბომი, Girl 2014 წლის 3 მარტს გამოვიდა. The Neptunes-ში უილიამსი არის სხვადასხვა შემსრულებლის მრავალი ჰიტ-სინგლის პროდიუსერი. არის შვიდი გრემის მფლობელი, აქედან ორის – The Neptunes-თან ერთად. ამჟამად ფლობს მედია ბიზნესს, რომელიც მოიცავს მუსიკას, მოდას და ხელოვანთა კოლექტივს i am OTHER, რომელსაც ექვემდებარება ფარელის ჩაცმულობის ბიზნესები, როგორიც არის Billionaire Boys Club და Ice Cream, აგრეთვე Billionaire Girls Club, ტექსტილის კომპანია Bionic Yarn და YouTube-ის არხი, გაშვებული 2012 წელს.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი