LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Peter Gabriel

პიტერ გებრიელი (დაბადების თარიღი 13 თებერვალი, 1950) ინგლისელი მუსიკოსია. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ ჯენესისის ყოფილი ვოკალისტი და ფლეიტისტი. ჯგუფის დატოვების შემდეგ იგი წარმატებულ სოლო-კარიერას მიჰყვება, მუშაობს ეთნიკური მუსიკის შემსრულებლებთან და ითვისებს ციფრული მუსიკის მიწოდების თანამედროვე სტანდარტებს.იგი აგრეთვე, მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებშიც. 1967 წელს, ჩარტერჰაუსის სკოლაში სწავლისას, გებრიელმა დააარსა ჯგუფი ჯენესისი. მასთან ერთად ჯგუფში შედიოდნენ ტონი ბენქსი , ენტონი ფილიპსი , მაიკ რეზერფორდი და კრის სტიუარტი.
ჯენესისმა მიიქცია ყურადღება ბრიტანეთში, შემდგომ კი იტალიაში, ბელგიაში, გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყანაში. კონცერტები, ძირითადად, ნახევრად სიბნელეში ტარდებოდა. ნორმალური განათება იყო მეორეხარისხოვანი ან საერთოდ არ გამოიყენებოდა. ჯგუფი მუსიკოსმა 1975 წელს დატოვა. გებრიელმა უარი თქვა პირველი სოლო-ალბომების დასათაურებაზე. ყოველი მათგანი ცნობილი იყო, როგორც Peter Gabriel, იყენებდა ერთსა და იმავე შრიფტს დასახელებაში, მაგრამ განსხვავდებოდა ყდები.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი