OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს ვოკალისტმა რაიან ტედერმა და გიტარისტმა ზეკ ფილკინსმა ჩამოაყალიბეს კოლორადოში. ჯგუფის წევრები არიან, ასევე, დრიუ ბრაუნი, ბრენტ ქათზლი და ედი ფიშერი. პირველი ალბომი ბენდმა 2007 წელს გამოსცა, სახელწოდებით Dreaming Out Loud. სინგლი Apologize ჰიტად იქცა და ჯგუფს „გრემის“ ნომინაციაც მოუტანა. ჯგუფს ოთხი სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი – Dreaming Out Loud (2007), Waking Up (2009), Native (2013) და Oh My My (2016).
