One Direction ინგლისურ-ირლანდიური ბენდია. შემადგენლობაში შედიან ნაილ ჰორანი, ზეინ მალიკი, ლიამ პეინი, ჰარი სტაილზი და ლუის ტომლინსონი. ბოიბენდი პოპულარული გახდა ბრიტანულ The X Factor-ში მონაწილეობის შემდეგ. ჯგუფმა პირველი ალბომი Up All Night 2011 წელს ჩაწერა, მასში შევიდა კელი კლარკსონის დაწერილი სიმღერა “Tell Me a Lie” და ედ შირანის “Moments”. One Direction აქტიურადაა ჩაბმული ქველმოქმედებაშიც.
