No Doubt ამერიკული როკ-ჯგუფია, რომელიც 1986 წელს ჩამოყალიბდა.
პირველ ალბომს No Doubt (1992) დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ ჯგუფი დაბრუნდა 1990-იან წლებში, დისკით Tragic Kingdom და სინგლით „Don’t Speak“, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა. შემდეგი ალბომი იყო Return of Saturn. მიუხედავად არც ისე დიდი წარმატებისა, ჯგუფი განაგრძნობდა მუშაობას, ჩაწერა ალბომი Rock Steady, ცნობილი სინგლით „Hey Baby“. მოგვიანებით გამოვიდა No Doubt-ის კრებულები The Singles 1992–2003 და Boom Box, რასაც თან ახლდა ჯგუფის Talk Talk სიმღერის „It’s My Life“ ქავერ-ვერსია. წლების მანძილზე გვენ სტეფანი დაკავებული იყო სოლო-კარიერით, მაგრამ 2009 წელს No Doubt აღდგა და ჩაატარა საკონცერტო ტურნე. 2012 წელს გამოვიდა მისი ალბომი Push and Shove. ამჟამად ჯგუფი ახალ ალბომზე მუშაობს.
No Doubt
