LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Natalie Imbruglia

ნატალი ჯეინ იმბრულია (დაბადების თარიღი 4 თებერვალი 1975) — ავსტრალიელი მომღერალი, ფოტომოდელი და მსახიობია.1990-იანი წლების დასაწყისში იმბრულია ცნობილი გახდა ბეთ ბრენანის როლით ავსტრალიურ სერიალში მეზობლები. სამი წლის შემდეგ მან დატოვა შოუ და დაიწყო მუსიკალური კარიერა, რომელიც პირველივე მცდელობისას წარმატებული გახდა – მომღერლის სიმღერა „Torn“ (1997) საერთაშორისო ჰიტი გახდა. მსოფლიოში სინგლის 6 მილიონი ასლი გაიყიდა. მოგვიანებით გამოცემული ორი ალბომი White Lilies Island (2001) და Counting Down the Days (2005) ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე 1997 წლის Left Of The Middle. თუმცა ამავე დროს Counting Down the Days ნატალის კარიერაში ბრიტანეთში ჩარტის სათავეებში მოხვედრილ რიგით პირველ ალბომად იქცა. მეოთხე სტუდიური ალბომი Come to Life ნატალიმ 2009 წლის 2 ოქტომბერს გამოსცა. ამ ჩანაწერით განსაკუთრებულ დაინტერესებას ადგილი არ ჰქონია. ბრიტანეთში დისკი არ გამოცემულა. ამასთან, ნატალი შოუს The X Factor ავსტრალიურ ვერსიაში ჟიურის წევრად დაინიშნა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი