LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Natalie Cole

ნატალი მარია კოული (6 თებერვალი, 1950 – 31 დეკემბერი, 2015) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და შემსრულებელი, ნატ კინგ კოულის შვილი იყო. მომღერალი ცნობილი გახდა 1970-იან წლებში სიმღერებით “This Will Be”, “Inseparable” და “Our Love”. ჩანაწერების სუსტი გაყიდვების და ნარკოტიკების მოხმარების მძიმე პერიოდის შემდეგ 1987 წელს დაბრუნდა ალბომით Everlasting და ბრიუს სპრინგსტინის “Pink Cadillac”-ის ქავერ-ვერსიით. 1990-იან წლებში ჩაწერა ალბომი Unforgettable… with Love, რომელშიც მამამისის სიმღერების საკუთარი ვერსიები შეიტანა. ალბომმა მომღერალს „გრემის“ მრავალი ჯილდო მოუტანა. მსოფლიო მასშტაბით კოულმა 30 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გარდაიცვალა 2015 წლის 31 დეკემბერს.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი