INXS ავსტრალიური როკბენდი იყო, რომელიც 1977 წელს სიდნეიში გამოყალიბდა, სახელით The Farriss Brothers . ისინი თავდაპირველად პაბებსა და კლუბებში ცნობილი სიმღერების ქავერებს მღეროდნენ, მოგვიანებით კი პუბლიკას საკუთარი მუსიკა შესთავაზეს. ჯგუფის კომპოზიტორი და კლავიშისტი იყო ენდრიუ ფერისი, დრამერი ჯონ ფერისი, გიტარისტები ტიმ ფერისი და კირკ პენჯილი, ბასისტი გერი გერი ბიერსი და ტექსტების ავტორი და ვოკალისტი მაიკლ ჰატჩენსი. 20 წლის განმავლობაში ინქსესის ლიდერი იყო ჰატჩენსი.
ბენდს კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს 6 ARIA, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 50 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი.
