LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Imagine Dragons

Imagine Dragons ამერიკული ინდი-ჯგუფია, რომელიც შტატ ნევადაში, ლას ვეგასში ჩამოყალიბდა. დიდი წარმატება მათ სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა, რომელიც 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა. ამერიკულმა ჟურნალმა Billboard ჯგუფი 2012 წლის ყველაზე კაშკაშა ახალბედა ვარსკვლავებად დაასახელა, ხოლო “როლინგ სტოუნმა” მათი ჰიტი „Radioactive“ ყველაზე დიდ როკ-ჰიტად დაასახელა.
2009-ის თებერვალში ჯგუფმა თავისი პირველი მინი-ალბომი Imagine Dragons ჩაწერა. ხოლო აპრილში კი მეორე მინი-ალბომი Hell and Silence ჩაწერეს. ორივე ალბომი ჯგუფმა Battle Born Studios-ში ჩაწერეს. რადიოში წარმატებული ჩარტების შემდგომ მათ ყოველწლიურ ფესტივალზე Bite of Las Vegas მიიწვიეს, სადაც წარმატებით გამოვიდნენ. ამის შემდეგ Las Vegas Weekly-მ ისინი 2010 წლის საუკეთესო ინდი-ჯგუფად დაასახელა. ჯურნალმა Vegas Seven კი პრემია „2011 წლის საუკეთესო CD“ გადასცა.
2011 წლის ნოემბერში ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ხმისჩამწერ ლეიბლთან Interscope Records, სადაც მორიგი ალბომი Continued Silence ჩაწერა, რომელიც 2012 წლის 14 თებერვალს გამოვიდა.
2012 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა ჯგუფის პირველი სრული ალბომი Night Visions.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი