ცირა ბზიშვილი – დაიბადა 1979 წლის 30 მარტს ქ. გორში.
მუსიკალური ბიოგრაფია:
1985 წელს გახდა ქ. გორის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის – ,,აი-იას” წევრი.
1990 წლამდე ანსამბლში მოღვაწეობასთან ერთად გამართული აქვს საფორტეპიანო სოლოკონცერტები და წარმატებით შესრულებული 7 საფორტეპიანო კონცერტი ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
1990 წლიდან იწყება მისი როგორც სოლო მომღერლის კარიერა, ასევე შემოქმედებითი ნაბიჯები საესტრადო სიმღერების ავტორობით.
1993 წელს სწავლას აგრძელებს ჯერ ქ. გორის მუსიკალურ სასწავლებელში, ხოლო 1994 წლიდან ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის #1 მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს განხრით. პარალელურად თანამშრომლობს, როგორც ავტორი, საბავშვო სტუდიებთან.
1998 წელს სწავლას აგრძელებს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საფორტეპიანო განხრით და ამავე დროს იწყებს არანჟირების და ხმის რეჟისურის შესწავლას. აყალიბებს საკუთარ საბავშვო სტუდიას ,,ათინათი” და ხმის ჩამწერ სტუდიას ,,M- სტუდიო”.
2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის თებერვლამდე შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად მუშაობას იწყებს ქ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის,სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილედ.
2016 წლიდან დღემდე არის ,,Tsira’s sound studio” დამფუძნებელი.
მას დაწერილი აქვს 500-მდე საესტრადო სიმღერა, აქედან 150 საბავშვო , 10 საფორტეპიანო პიესა, 30-მდე კომპოზიცია. ტელე და რადიო მუსიკალური ქუდები, მუსიკა სპექტაკლებისა და დოკუმენტური ფილმებისთვის.
დისკოგრაფია
,,არ დაგივიწყებ” – ცირა ბზიშვილი (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,დღეები მიდიან” – ცირა ბზიშვილი და ზურა სალუქვაძე (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი, ლექსის ავტორი -ზ, სალუქვაძე)
,,გული ადამიანობს” – თემურ თათარაშვილი (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი
,,ნუ მეტყვი” – თაკო მელიქიშვილი (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,ისევ მე, ისევ შენ” – გოგიტა გოგიძე (მუსიკა, არანჟირება – ც, ბზიშვილი ტექსტი -გ. გოგიძე)
,,გამიფერადე” – გოგიტა გოგიძე და მაია ყარყარაშვილი (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,პატარა ზღაპარი” – სოფო ბედია და ტატო გოდერძიშვილი (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,ჩემი ჰარალე” – მაია ყარყარაშვილი (მუსიკა, არანჟირება – ც. ბზიშვილი, ტექსტი – თინა ნაცვლიშვილი)
,,რაცა ვარ ისა ვარ” – გიორგი წიკლაური (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,გაზაფხული შემოსულა” – ცირა ბზიშვილი და გოგიტა გოგიძე(მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,მეგონა” – თაკო მელიქიშვილი (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,ძალიან შორს”- სოფო სიმონიშვილი (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,მაინც მიყვარხარ” – გიორგი წიკლაური (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,მივდივარ მივყვები” – გიორგი შალვაშვილი (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,მიდის დრო” – მაკა სირბილაძე (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,მჯეროდა” – თამუნა მიქელაძე (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,მე ყოველდღე მიყვარდი” – ავთანდილ ჩადუნელი,, (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,უბრალოდ” – თაკო მელიქიშვილი (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,მინდა ამის თქმა” –გიორგი შალვაშვილი (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
,,ამ გულში დაგმალე” – თამუნა მიქელაძე (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი
,,მე მოვალ შენთან” – სოფო ბედია (მუსიკა, ტექსტი, არანჟირება – ც. ბზიშვილი)
