LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივი ნოემბერი

ისევ მენატრება შენი სიახლოვე.

რაღაც ირონიულ დღეს ვარ ხასიათზე.

მინდა ეს ფოთლები მივურ-მოვურიო,

ბოლოს მაინც ერთად შეაგროვებს

უფრო ცივი არის ამ წელს ნოემბერი

კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით.

ახლა ისე მინდა თბილად მოგეფერო,

თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო ისე მეტირება

არის უსარგებლო ყველა დაპირება

იცი, გუშინ ერთი ლექსი დაგიწერე.

ჩემი სიმღერები ჩემს თავს გაგიწევენ

უფრო ცივი არის ამ წელს ნოემბერი,

კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით.

ახლა ისე მინდა თბილად მოგეფერო,

თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

ახლა ისე მინდა თბილად მოგეფერო,

თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

უფრო ცივი არის ამ წელს ნოემბერი,

კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით.

ახლა ისე მინდა თბილად მოგეფერო,

თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.