სტივი უანდერი ( დაბადების თარიღი 13 მაისი, 1950) — ამერიკელი ვოკალისტი, მუსიკოსი და პროდიუსერია.
დაბადებიდან უსინათლო უანდერმა 11 წლის ასაკში ლეიბლთან Motown Records კონტრაქტს ხელი მოაწერა. დღემდე მისი ჩანაწერები მხოლოდ ამ ლეიბლზე გამოდის. მას აქვს 10 ცნობილი ჰიტი, რომელიც სხვადასხვა დროს ხვდებოდა ბილბორდის ჩარტში, ხოლო მისი ალბომები გაყიდულია 100 მილიონ ასლზე მეტი რაოდენობით. უანდერი მულტიინსტრუმენტალისტია. იგი უკრავს როგორც ფორტეპიანოსა და სინთეზატორზე, ასევე ჰარმონიკაზე, კონგაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ორღანზე, კლავინეტსა და ბას გიტარაზე.
სტივი არის ლეიბლის Motown პირველი და რიგით მეორე აფრო ამერიკელი მუსიკოსი, რომელმაც მიიღო ოსკარი, 1984 წლის ჰიტ-სინგლისათვის I Just Called to Say I Love You, ფილმიდან ქალი წითელში.
