LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

James Blunt

ჯეიმს ბლანტი (დაბადების თარიღი 1974 წლის 22 თებერვალი) ინგლისელი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. მას სახელი გაუთქვა 2005 წელს გამოცემულმა ალბომმა Back to Bedlam და სინგლებმა „You’re Beautiful“ და „Goodbye My Lover“.
მისი რეპერტუარი ი აკუსტიკური პოპის, როკ-მუსიკისა და ხალხური მუსიკის სინთეზია. დამოუკიდებელ ლეიბლზე Custard Records ჩანაწერების გამოცემის შემდეგ ბლანტმა მიიღო ბრიტანული მუსიკის ორი, MTV-ს ვიდეოს ორი და აივორ ნოველოს ორი ჯილდო.
2006 წლისათვის იგი ნომინირებული იქნა გრემის ხუთ ჯილდოზე. შემდეგ წელს გამოიცა მისი მეორე ალბომი All the Lost Souls (2007). ბლანტის მესამე ალბომი Some Kind of Trouble გამოვიდა 2010 წლის ნოემბერში. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ბლანტის 18 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო სადებიუტო, Back to Bedlam მოხვდა ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი