LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jamiroquai

Jamiroquai ბრიტანული ფანკ და ეისიდ-ჯაზ ჯგუფია, რომლის წამყვანი ვოკალისტია ჯეისონ „ჯეი“ კეი. ჯგუფი საერთაშორისო პოპულარობით სარგებლობს და ასევე კარგად ცნობილი წევრია ადრეული 1990-იანების ლონდონის ეისიდ ჯაზის მოძრაობისა, ისეთ ჯგუფებთან ერთად, როგორებიცაა Incognito და Brand New Heavies. თუმცა Jamiroquai მას შემდეგ სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს გაჰყვა.
სახელი Jamiroquai მიღებულია აბორიგენ ამერიკელთა ტომის იროკვისა (რომელსაც კეი „ფილოსოფიურად“ უკავშირებს საკუთარ თავს) და ჯემის (მუსიკალური ჯემინგი) შერწყმით.
მათი ყველაზე ცნობილი ჰიტია Virtual Insanity, რომელმაც ჯგუფს სხვა სოლიდურ ჯილდოებთან ერთად „გრემიც“ მოუტანა. ჯემიროქუაის მსოფლიოს მასშტაბით 35 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი