LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Phil Collins

ფილ კოლინზი (დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1951) ინგლისელი როკ/პოპ-მუსიკოსია.
ის ერთ დროს პროგრესულ როკ-ჯგუფ ჯენესისის წევრი იყო, დრამერი და გრემის მფლობელი სოლო შემსრულებელია. 1984-89 წლებში კოლინზს ამერიკის ბილბორდის ჰიტებში რვა სიმღერა ჰქონდა შესრულებული წამყვანი ვოკალით, მათ შორის შვიდში როგორც სოლო შემსრულებელს, ხოლო ერთში კი- ჯენესისთან ერთად. 1970 წელს, კოლინზი გამოეხმაურა Melody Maker-ში გამოქვეყნებულ განცხადებას, ჯენესისი ეძებდა დრამერს, რომელიც შეძლებდა 12 სიმიან გიტარაზე დაკვრასაც. კასტინგი მოწყობილი იყო პიტერ გებრიელის მშობლების სახლში. კოლინზმა უნაკლოდ დაუკრა ყველა სიმღერა. ერთი წლის შემდეგ, მისი მონაწილეობით, ჯგუფმა გამოუშვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბომი Nursery Cryme (1971).

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი