Queen ბრიტანული როკ-ჯგუფი იყო, რომელიც ლონდონში 1971 წელს დაარსდა.
ჯგუფის წევრები იყვნენ ფრედი მერკური (ვოკალი, ფორტეპიანო), ბრაიან მეი (გიტარები, ვოკალი), ჯონ დიკონი (ბას გიტარა) და როჯერ ტეილორი(დასარტყმელი საკრავები, ვოკალი).
1970-იან წლებში ქუინი გადაერთო უფრო მეტად რადიოეთერზე ორიენტირებულ სიმღერებზე, რამაც მათ დიდი კომერციული წარმატება მოუტანა. ჯგუფის ერთგვარ ნიშნად იქცა ის, რომ იგი იყენებდა სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს, როგორიც არის ვოდევილი, გოსპელი, ელექტრონული მუსიკა და ფანკი.
970-იან წლებში Queen-ს წარმატება მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში ჰქონდა, თუმცა ალბომების Sheer Heart Attack (1974) და A Night at the Opera (1975) შემდეგ მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. ამ უკანასკნელში შეტანილია „Bohemian Rhapsody“, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ჩარტის პირველ ადგილზე 9 კვირის მანძილზე იმყოფებოდა.
1991 წელს მერკური გარდაიცვალა ბრონქოპნევმონიის დიაგნოზით, რომელიც შიდსის შედეგად განვითარდა. 1997 წელს დარჩენილი სამეული დიკონმა დატოვა.
მთლიანი ისტორიის მანძილზე გამოვიდა ჯგუფის 18 ალბომი, რომელიც ჩარტების #1 პოზიციაზე ხვდებოდა, 18 #1 სინგლი და 10 #1 DVD. მთლიანობაში გაიყიდა Queen-ის 150 მილიონ დისკზე მეტი ასლი.
