LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Scorpions

სკორპიონსი გერმანული როკ-ჯგუფია ჰანოვერიდან. მათ მიერ შესრულებული მუსიკის ძირითადი ჟანრია მძიმე მეტალი და მძიმე როკი.
სკორპიონს პოპულარობა მოუტანა მათმა საუკეთესო სიმღერებმა, რომლებმაც ხალხში უდიდესი მოწონება დაიმსახურა: Rock You Like a Hurricane, Wind of Change, No One Like You, Still Loving You, Humanity, Send Me an Angel და სხვა.
ჯგუფი 46-ე ადგილზეა VH1-ის მძიმე როკის საუკეთესო შემსრულებლების სიაში, Rock You Like a Hurricane კი მეთვრამეტეა VH1-ის სიაში „100 საუკეთესო მძიმე როკ სიმღერა“.
2010 წლის 24 იანვარს 45 წლიანი აქტიური მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი შვებულებას აიღებენ ახალი ალბომის Sting in the Tailმხარდამჭერი ტურნეს შემდეგ.
სკორპიონსმა გაყიდა 100-დან 150 მილიონამდე ალბომი მსოფლიოს მასშტაბით.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი