სილ ჰენრი ოლუსეგუნ ოლუმიდე ადეოლა სამუელი (დაბადების თარიღი 1963 წლის 19 თებერვალი), უმეტესად ცნობილი სახელით სილი, ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორია.
მას მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 20 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი. საერთაშორისო ჰიტებიდან ყველაზე ცნობილია სიმღერა “Kiss from a Rose”, რომელიც 1995 წელს ფილმის Batman Forever საუნტრეკი გახდა.
სილი იყო ავსტრალიური The Voice-ის მწვრთნელი 2012 და 2013 წლებში.
კარიერის განმავლობაში უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის სამი Brit Awards, ოთხი „გრემი“ და MTV Video Music Award.
