შონ კინგსტონი (დაბადების თარიღი 1990 წლის 3 თებერვალი) იამაიკელ-ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი და პროდიუსერია.
მუსიკოსმა სინგლი Beautiful Girls 2007 წლის მაისში ჩაწერა. სიმღერა ”ბილბორდის ცხელი ასეულის” პირველ ადგილზე მოხდა. სიმღერა, ასევე, წარმატებული აღმოჩნდა ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ირლანდიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.
პირველი ალბომი, სახელწოდებით Sean Kingston მუსიკოსმა ასევე 2007 წელს გამოუშვა.
კინგსტონს დღემდე სულ სამი სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი -Sean Kingston (2007), Tomorrow (2009), Back 2 Life (2013).
