LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SIA

სია  ავსტრალიელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორია, ის 1975 წლის 18 დეკემბერს დაიბადა. მუსიკოსმა კარიერა ადელაიდაში, ეისიდ ჯაზ ბენდში სახელწოდებით Crisp 1990-იანებში დაიწყო. 1997 წელს, როდესაც ჯგუფი დაიშალა, სიამ გამოუშვა პირველი სოლოალბომი სახელწოდებით OnlySee.
მოგვიანებით კი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, სადაც 2000 წელს მისი მეორე ალბომი Healing Is Difficult გამოვიდა. მესამე სტუდიური ალბომი მომღერალმა 2004 წელს გამოსცა. კიდევ უფრო წარმატებული კარიერის ასაწყობად მომღერალმა გადაწყვიტა, აშშ-ში, ნიუ-იორკში გამგზავრებულიყო.
მუსიკალური ტურნესა და კიდევ 2 სოლო ალბომის გამოცემის შემდეგ მომღერალმა გადაწყვიტა, სცენიდან დროებით წასულიყო და დრო სხვა მომღერლებისთვის სიმღერების შექმნისთვის დაეთმო.
მის კატალოგშია ცნობილი ჰიტები Titanium (დევიდ გეტასთან ერთად), Diamonds (რიანასთან ერთად) და Wild Ones (Flo Rida-სთან ერთად).
2014 წელს გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი 1000 Forms of Fear, რომელიც აშშ-ს მუსიკალური ჩარტის პირველ ადგილას აღმოჩნდა
2016 წელს კი გამოვიდა მეშვიდე ალბომი This Is Acting.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი