LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sting

სტინგი (დაბადების თარიღი 1951 წლის 2 ოქტომბერს) — ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მუსიკოსია.

როგორც სოლო შემსრულებელი და ჯგუფის The Police წევრი, არის გრემის 16 ჯილდოს მფლობელი. აქედან პირველი იყო საუკეთესო როკ-ინსტრუმენტალის კატეგორიაში, 1980 წელს. მას აგრეთვე მიღებული აქვს Brit-ის სამი (1994 წელს საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცისთვის და 2002 წელს გამორჩეული წვლილისთვის]) ოქროს გლობუსის, ემის და ოსკარის სამი ჯილდო (ორიგინალური სიმღერისთვის). 2002 წელს იგი შეიყვანეს სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში, ხოლო 2003 წელს, The Police-ის წევრის სახით – როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2003 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ბაკინგემის სასახლეშიდააჯილდოვა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2014 წელს სტინგი კენედის ცენტრის ჯილდოს მფლობელი გახდა.
The Police-თან ერთად სტინგი იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად. სოლო შემსრულებლის და The Police-ის წევრის სახით მსოფლიოში 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
2006 წელს Paste-მა იგი 100 საუკეთესო არსებულ შემსრულებელს შორის 62-ე ადგილზე დაასახელა.VH1-ის 100 უდიდესი როკ-შემსრულებლის სიაში მას 63-ე ადგილი ეკავა.
იგი ცნობილი სხვა შემსრულებლებთან თანამშრომლობით. მათ შორის არიან კრეიგ დეივიდი („Rise & Fall“), ბრაიან ადამსი და როდ სტიუარტი („All for Love“), ისევე, როგორც რაი შებ მამი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა სტინგთან ჩაწერილი „Desert Rose“-ით.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი